VENETIAN PLASTER – ვენეციური პასტა | Paints Briz
დეკორატიული ლესვაPAINTS BRIZ VENETIAN PLASTER
კატეგორია დეკორატიული ლესვა






ART CONCRETE LIGHT – ბეტონის ეფექტით “Paints Briz” ВД-АК-564 / ВД-АК-563
შეფუთვა: 7.5 კგ – 15 კგ
ბაზა: მზა პასტა
აღწერა:
VENETIAN PLASTER არის მაღალხარისხიანი დეკორატიული ვენეციური პასტა მიკრომარმარილოს შემცველობით. გამოიყენება როგორც ინტერიერის, ასევე ექსტერიერის კედლების მოსაპირკეთებლად. ქმნის ელეგანტურ მარმარილოს ეფექტს, რომლის მბზინავი ზედაპირი ნატურალურ ქვას ჰგავს.
ბაზა A – მკვრივი, დამფარავი, იდეალურია ქვის იმიტაციისთვის და მასიური დეკორისთვის.
ბაზა C – გამჭვირვალე და ელასტიური, საუკეთესოა ფენოვანი ეფექტებისთვის და სხვადასხვა ფერის შერევისთვის.
ძირითადი თვისებები:
ძალიან გამძლე და ხანგრძლივვადიანი
ეკოლოგიურად სუფთა
“სუნთქავს” – არ აჩერებს ტენის ცირკულაციას
არ იწოვს სუნებს
ადვილად იწმინდება
მდგრადია ტენიანობის მიმართ
ფერი:
შეიძლება დაიფეროს ნებისმიერი (ტონერით) თქვენი სურვილისამებრ.
როგორ გამოიყენება:
VD-AK-007 (გრუნტი): ~0.1–0.2 კგ/მ² – 1 ფენა
VD-AK-115 (გრუნტ-კრასკა): ~0.15–0.3 კგ/მ² – 1 ფენა
VENETIAN PLASTER (პასტა): ~0.2–0.8 კგ/მ² – 1-2 ფენა
დამატებითი პოლირება: NANO WAX ან HYDROPHOBIC VARNISH VD-AK-610 ~0.04–0.1 კგ/მ²
სად გამოიყენება:
ზედაპირი უნდა იყოს მშრალი, სუფთა და გლუვი. საჭიროა ძველი და ჩამოშლილი მასალების მოშორება, ბზარების გასწორება და გაფხვიერებული ელემენტების მოცილება. აუცილებლად უნდა იყოს იდიალური დაშპაკლული ზედაპირი.
მოვლა:
დაშვებულია სველი წმენდა რბილი საყოფაცხოვრებო სარეცხი საშუალებით.
არ გამოიყენოთ მჟავაზე დაფუძნებული ან აგრესიული ქიმიკატები.
შენახვა და ტრანსპორტირება:
შეინახეთ არა ნაკლებ +5°C ტემპერატურაზე, კარგად დახურულ ტარაში.
დაიცავით ნესტისგან, გადახურებისა და პირდაპირი მზისგან.
შენახვა:
შეფუთვაში შენახვის ვადა – 12 თვე.
შრომის უსაფრთხოება:
პროდუქტი არ არის აალებადი და არ აქვს უსიამოვნო სუნი.
აკრძალულია მისი შერევა სხვა საღებავებთან ან გამხსნელებთან.
თავიდან უნდა იქნას აცილებული თვალებში მოხვედრა – მოხვედრის შემთხვევაში გამოივლეთ დიდი რაოდენობით წყლით და მიმართეთ ექიმს.
სამუშაოს შესრულებისას დაიცავით სამშენებლო უსაფრთხოების წესები.
ხელების დასაცავად გამოიყენეთ რეზინის ხელთათმანები.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!
რატომ უნდა აირჩიოთ „გრანდ ქოლორი“?
ჩვენ გვყავს გამოცდილი გუნდი, რომელიც გთავაზობთ:
1) უფასო კონსულტაციას
2) მასალებისა და ფერების შერჩევაში დახმარებას
3) გარანტია & ხელშეკრულება დათქმულ დროზე ობიექტის ჩაბარების
4) გარანტია, ობიექტზე სისუფთავის დაცვის
5) ხელშეკრულება დამკვეთთან, მწარმოებელი ქარხნის მიერ გაწერილ მასალების პროტოკოლის მიხედვით საქმის შესრულება და მკაცრად დაცული თითოეული შრე.
6) თქვენს სურვილებზე მორგებული განრიგი
7) ფიზიკური ნიმუშის ნახვა საქმის დაწყებამდე
8) მრავალწლიანი გამოცდილება
9) 10 000m² შესრულება 11 თვეში
დაგვიკავშირდით
ჩვენი ექსპერტები მზად არიან დაგეხმარონ დიზაინის შერჩევაში, დაგეგმვასა და შესრულებაში. აგიხსნან და გაგიზიარონ მასალებს შორის სხვაობა
შექმენით „გრანდ ქოლორთან“ ერთად – სადაც ხარისხი და ხელოვნება ერთიანდება.