NANO WAX – ბუნებრივი ცვილის ბაზაზე დამზადებული დამცავი ფენა
ბუნებრივი ცვილი PAINTS BRIZ NANO WAX
კატეგორია დეკორატიული ლესვა






ART CONCRETE LIGHT – ბეტონის ეფექტით “Paints Briz” ВД-АК-564 / ВД-АК-563
შეფუთვა: 0.5 კგ – 1 კგ
ბაზა: ვენეციური ცვილი | მაქსიმალური პოლირება და დაცვა
აღწერა:
NANO WAX – ბუნებრივი ფიჭვის ცვილისგან შექმნილი ვენეციური ცვილი, რომელიც იცავს ზედაპირებს ტენიანობისგან და აძლევს მათ მინისებრ ეფექტს. ცვილი აძლიერებს დეკორატიული ლესვის ტექსტურასა და ფერს, ქმნის მდგრად დამცავ ფენას და იცავს ზედაპირს წლების განმავლობაში. იდიალურად ხდება მისი პოლირება და გაპრიალება
ძირითადი თვისებები:
✔ მარტივი გამოყენება
✔ წყალგაუმტარი
✔ მაღალი პოლირების შემძლე
ფერი:
შეიძლება დაიფეროს ნებისმიერი (ტონერით) თქვენი სურვილისამებრ.
როგორ გამოიყენება:
VENETIAN PLASTER (პასტა): ~0.2–0.8 კგ/მ² – 1-2 ფენა
NANO WAX ~0.05–0.10 კგ/მ²
სად გამოიყენება:
იდეალურია ვენეციური პასტისთვის, დეკორატიული ლესვისთვის, მეტალის ელფერით გამდიდრებული ლესვებისთვის, ხის ავეჯისთვის, დეკორისთვის და სხვა დეკორატიული ზედაპირებისთვის.
მოვლა:
დაცვის შემდეგ მინიმუმ 24 საათი დააცადეთ შრობისთვის. გაწმენდა ნესტიანი რბილი ტილოთი.
თავი აარიდეთ მჟავიან და აგრესიულ საწმენდ საშუალებებს – შესაძლოა დააზიანონ დამცავი ფენა.
შენახვა და ტრანსპორტირება:
შეინახეთ არა ნაკლებ +5°C ტემპერატურაზე, კარგად დახურულ ტარაში.
დაიცავით ნესტისგან, გადახურებისა და პირდაპირი მზისგან.
შენახვა:
შეფუთვაში შენახვის ვადა – 12 თვე.
შრომის უსაფრთხოება:
პროდუქტი არ არის აალებადი და არ აქვს უსიამოვნო სუნი.
აკრძალულია მისი შერევა სხვა საღებავებთან ან გამხსნელებთან.
თავიდან უნდა იქნას აცილებული თვალებში მოხვედრა – მოხვედრის შემთხვევაში გამოივლეთ დიდი რაოდენობით წყლით და მიმართეთ ექიმს.
სამუშაოს შესრულებისას დაიცავით სამშენებლო უსაფრთხოების წესები.
ხელების დასაცავად გამოიყენეთ რეზინის ხელთათმანები.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!
რატომ უნდა აირჩიოთ „გრანდ ქოლორი“?
ჩვენ გვყავს გამოცდილი გუნდი, რომელიც გთავაზობთ:
1) უფასო კონსულტაციას
2) მასალებისა და ფერების შერჩევაში დახმარებას
3) გარანტია & ხელშეკრულება დათქმულ დროზე ობიექტის ჩაბარების
4) გარანტია, ობიექტზე სისუფთავის დაცვის
5) ხელშეკრულება დამკვეთთან, მწარმოებელი ქარხნის მიერ გაწერილ მასალების პროტოკოლის მიხედვით საქმის შესრულება და მკაცრად დაცული თითოეული შრე.
6) თქვენს სურვილებზე მორგებული განრიგი
7) ფიზიკური ნიმუშის ნახვა საქმის დაწყებამდე
8) მრავალწლიანი გამოცდილება
9) 10 000m² შესრულება 11 თვეში
დაგვიკავშირდით
ჩვენი ექსპერტები მზად არიან დაგეხმარონ დიზაინის შერჩევაში, დაგეგმვასა და შესრულებაში. აგიხსნან და გაგიზიარონ მასალებს შორის სხვაობა
შექმენით „გრანდ ქოლორთან“ ერთად – სადაც ხარისხი და ხელოვნება ერთიანდება.