მიკროცემენტის ფასი – რა განსაზღვრავს ღირებულებას?
გაიგე რა განსაზღვრავს მიკროცემენტის ფასს (მიკროცემენტის ფასი)
კატეგორია მიკროცემენტი






მიკროცემენტის ფასი ერთ-ერთი ყველაზე ხშირი შეკითხვაა, რომელსაც გვისვავენ დიზაინერები, მშენებლები და კერძო კლიენტები. თუმცა ერთი კონკრეტული ღირებულების დასახელება რთულია, რადგან ფასი დამოკიდებულია რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტორზე:
რა განსაზღვრავს მიკროცემენტის ფასს?
ზედაპირის მდგომარეობა და ტიპი:
მაგალითად პირველი კითხვა , სად გვსურს მიკროცემენტის შესრულება “კედლებზე , იატაკზე , ჭერზე , კიბეზე , აბაზანაში , აუზში , ფასადზე , ავეჯზე , კარზე დ.ა.შ ”
ასევე ზედაპირის მდგომარეობა დიდ ზეგავლენას ახდენს ფასზე ამიტომ დეტალურად უნდა ვიცოდეთ ზედაპირის არსებული მდგომარეობა.
პროექტის ზომა:
დიდ ფართობზე გამოყენებისას, ფასი ერთ კვადრატულ მეტრზე შესაძლოა შედარებით დაბალი იყოს, ვიდრე პატარა პროექტებში ამიტომ კარგი არის ვიცოდეთ პროექტის ზომა
მცირე თუ რთული ზონები:
ფასი ასევე დამოკიდებული არის პროექტის სირთულეზე მაგალითად ( კუთხეები , პლინტუსები, საფარდულები დ.ა.შ ) სწორე კედლებზე ფასი გაცილებით ნაკლებია.
ტექსტურა და ფერი:
სპეციფიკური ფერები ან ტექსტურები საჭიროებენ დამატებით ფენებს ან მასალებს. მიკროცემენტის სხვადასხვა ფაქტურა არსებობს , მასალებს შორის არის საკმაოდ დიდი სხვაობები როგორც ფასში ასევე ხარისხში. ამიტომ კარგი იქნება გრანდ ქოლორის ვებგვერდიდან გვქონდეს არჩეული სასურველი ფაქტურა რომ ფასიც უფრო სწორედ გავიგოთ.
ფერები ზოგჯერ ფასზე ახდენენ 30%-60% სხვაობასაც კი , უჩვეულო ფერები მაგალითად (ნარინჯისფერი , ფორთოხლისფერი , ყვითელი , ბორდოსფერი დ.ა.შ გაცილებით ძვირი არის ვიდრე კრემისფერი და კლასიკური ფერები )
დამატებითი დამუშავება (დამცავი ბადე, ლაკი, წყლის იზოლაცია , ):
გრანდ ქოლორის მაქსიმალური რეკომენდაცი ნებისმიერ ზედაპირზე სადაც მიკროცემენტის დატანვა უნდა მოხდეს გაეკრას დამცავი ბადე ( მოხდეს არმირება ) ეს რათქმაუნდა ხარჯს უფრო გაგიზრდით მაგრამ მიკრობზარებსიგან იცავს მიკროცემენტს. სამწუხაროდ საქართველოს ბაზარზე არ არის ტრადიციული მეთოდი დამცავი ბადის გაკვრა.
დამცავი ლაქი . ლაქებს შორის არსებობს დიდი სხვაობა როგორც ხარისხში ასევე ვიზუალში ამიტომ სწორედ უნდა გვქონდეს შერჩეული ლაქი თქვეინ საჭიროებისამებრ რომ ფასი ტყვილად არ იყოს გაზრდილი
როგორ ხდება გამოთვლა?
ფასი ჩვეულებრივ ითვლება 1 მ²-ზე და ხშირად მერყეობს 50 ლარიდან 180 ლარამდე (თუმცა ინდივიდუალურად სჯობს ზუსტი კონსულტაცია).
მაგალითად, თუ გსურთ მიკროცემენტი იატაკზე 40 მ² სივრცეზე, და საშუალო ფასი არის 180₾/მ², ბიუჯეტი გამოდის:
40 × 180 = 7200₾
ჩვენი რჩევა:
დაგვიკავშირდით, რათა მივიღოთ ზუსტი ინფორმაცია სივრცის, გამოყენების ზონის და სასურველი დიზაინის შესახებ – ჩვენ შემოგთავაზებთ ოპტიმალურ გადაწყვეტილებას.
როდის ავირჩიოთ მიკროცემენტი?
თუ გსურთ უნაკერო, თანამედროვე ინტერიერი
თუ გსურთ ადვილად მოსავლელი ზედაპირი
თუ გსურთ პრემიუმ ვიზუალი და გამძლე შედეგი
რატომ უნდა აირჩიოთ „გრანდ ქოლორი“?
ჩვენ გვყავს გამოცდილი გუნდი, რომელიც გთავაზობთ:
1) უფასო კონსულტაციას
2) მასალებისა და ფერების შერჩევაში დახმარებას
3) გარანტია & ხელშეკრულება დათქმულ დროზე ობიექტის ჩაბარების
4) გარანტია, ობიექტზე სისუფთავის დაცვის
5) ხელშეკრულება დამკვეთთან, მწარმოებელი ქარხნის მიერ გაწერილ მასალების პროტოკოლის მიხედვით საქმის შესრულება და მკაცრად დაცული თითოეული შრე.
6) თქვენს სურვილებზე მორგებული განრიგი
7) ფიზიკური ნიმუშის ნახვა საქმის დაწყებამდე
8) მრავალწლიანი გამოცდილება
9) 10 000m² შესრულება 11 თვეში
დაგვიკავშირდით
ჩვენი ექსპერტები მზად არიან დაგეხმარონ დიზაინის შერჩევაში, დაგეგმვასა და შესრულებაში. აგიხსნან და გაგიზიარონ მასალებს შორის სხვაობა
შექმენით უნიკალური იატაკი „გრანდ ქოლორთან“ ერთად – სადაც ხარისხი და ხელოვნება ერთიანდება.