მიკრო ცემენტი – პატარა დეტალების დიდი მნიშვნელობა

მიკრო ცემენტი სხვადასხვა კატეგორია

კატეგორია მიკროცემენტი

როდესაც ვსაუბრობთ ინტერიერის დიზაინზე, ხშირად სწორედ პატარა დეტალები განსაზღვრავს სივრცის მთლიან ვიზუალს. ერთ-ერთი ასეთი „პატარა“, მაგრამ დიდი მნიშვნელობის მქონე მასალაა მიკრო ცემენტი – მასალა, რომელიც ინტერიერში ყველა დეტალს განსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენს.

რატომ მიკრო ცემენტი? – სახელის საიდუმლო

ტერმინი „მიკრო“ ხაზს უსვამს ამ მასალის განსაკუთრებულად თხელ ფენას, რომელიც არ აღემატება რამდენიმე მილიმეტრს, თუმცა მისი ვიზუალური ეფექტი უზარმაზარია. სწორედ ეს წვრილფენიანი, მაგრამ განსაკუთრებული მასალა ქმნის უნაკერო ზედაპირებს და ინტერიერს ექსკლუზიურ ვიზუალს ანიჭებს.

როგორ გარდაქმნის მიკრო ცემენტი ინტერიერს?

პატარა დეტალების მნიშვნელობა:
1) უფრო დიდი სივრცის ეფექტი:
პატარა სისქე და უწყვეტი ზედაპირი სივრცეს ვიზუალურად ზრდის და კომფორტულად წარმოაჩენს.
2) ელეგანტური დეტალები:
მიკრო ცემენტის ტექსტურა და დახვეწილი ფერები ოთახის დიზაინს პრესტიჟულ და თანამედროვე იერს ანიჭებს.
3) მინიმალური მოვლა, მაქსიმალური შედეგი:
თხელ ფენაში შექმნილი მიკრო ცემენტის ზედაპირი მარტივად იწმინდება და დიდხანს ინარჩუნებს პირვანდელ იერს.

სად შეიძლება გამოვიყენოთ მიკრო ცემენტი?

მისაღებში – ელეგანტური და გლუვი იერსახისთვის
აბაზანაში – წყალგამძლეობისა და სისუფთავის მარტივად შესანარჩუნებლად
სამზარეულოში – პრაქტიკულობისა და გამძლეობისათვის
აუზში – ულამაზესი წყლის ფონზე
ოფისებსა და კომერციულ სივრცეებში – პროფესიონალური და სოლიდური ვიზუალისთვის
სასტუმროებში, ბარებში, რესტორნებში – ექსკლუზიური ატმოსფეროს შესაქმნელად

მიკრო ცემენტი ეფექტურად გამოიყენება ისეთ პატარა დეტალებში, როგორიცაა:
მაგიდები და ავეჯის ზედაპირები
პატარა სააბაზანო ოთახები და კომპაქტური ინტერიერები
დეკორატიული ნიშები და თაროები
კიბეების საფეხურები და მოაჯირები
მცირე ზომის აივნები და ტერასები

წარმატებული მაგალითები

ბევრი წარმატებული დიზაინერისთვის მიკრო ცემენტი გახდა საყვარელი მასალა მისი უნიკალური მახასიათებლების გამო. რეალურ მაგალითებში ჩანს, როგორ შეიძლება ერთი პატარა დეტალი მთლიანად შეცვალოს ოთახის საერთო ვიზუალი.

მოვლა და დაცვა

მარტივად რომ იყოს გასაგები მიკრო ცემენტის მოვლის რეკომენდაცია არის იგივენაირი როგორიც უმაღლესი ხარისხის პარკეტის. დეკორატიული საფარი ადვილად იწმინდება. უპრობლემოდ ყოველდღიურად გამოიყენეთ მტვერსასრუტი ან ნაზი ტილო. არ არის რეკომენდებული ძლიერი ქიმიური საშუალებები. ავეჯის ფეხქვეშ მოათავსეთ რბილი ბალიშები ზედაპირისგან დასაცავად.

არის თუ არა მიკროცემენტი თქვენთვის?

თუ გსურთ:
თანამედროვე და მინიმალისტური დიზაინი
პრაქტიკული და გამძლე ზედაპირი
სწრაფი და ეფექტური რემონტი
მდიდარი ფერისა და ტექსტურის არჩევანი
მაშინ უნიკალური ზედაპირი საუკეთესო არჩევანია.

მიკრო ცემენტის მინუსები: რაც უნდა იცოდეთ

საჭიროებს პროფესიონალურ დატანას – არ არის DIY პროდუქტი
დაზიანების შემთხვევაში ვერ შეაკეთებთ მხოლოდ ერთ მონაკვეთს – საჭიროებს მთლიან გადაფარვას
შეღებვის ან ტექსტურის შეცვლა არ ხდება ლაკის დატანის შემდეგ მარტივად.
ამიტომ ყოველთვის მიმართეთ სერტიფიცირებულ სპეციალისტებს.

რატომ უნდა აირჩიოთ „გრანდ ქოლორი“?

ჩვენ გვყავს გამოცდილი გუნდი, რომელიც გთავაზობთ:

1) უფასო კონსულტაციას
2) მასალებისა და ფერების შერჩევაში დახმარებას
3) გარანტია & ხელშეკრულება დათქმულ დროზე ობიექტის ჩაბარების
4) გარანტია, ობიექტზე სისუფთავის დაცვის
5) ხელშეკრულება დამკვეთთან, მწარმოებელი ქარხნის მიერ გაწერილ მასალების პროტოკოლის მიხედვით საქმის შესრულება და მკაცრად დაცული თითოეული შრე.
6) თქვენს სურვილებზე მორგებული განრიგი
7) ფიზიკური ნიმუშის ნახვა საქმის დაწყებამდე
8) მრავალწლიანი გამოცდილება
9) 10 000m² შესრულება 11 თვეში

დაგვიკავშირდით

ჩვენი ექსპერტები მზად არიან დაგეხმარონ დიზაინის შერჩევაში, დაგეგმვასა და შესრულებაში. აგიხსნან და გაგიზიარონ მასალებს შორის სხვაობა
შექმენით უნიკალური იატაკი „გრანდ ქოლორთან“ ერთად – სადაც ხარისხი და ხელოვნება ერთიანდება.