HYDROPHOBIC VARNISH – ჰიდროფობური ლაქი

ჰიდროფობური ლაქი PAINTS BRIZ დეკორატიული ლესვის განუყოფელი ნაწილია

კატეგორია დეკორატიული ლესვა

ჰიდროფობური ლაქი VD-AK-610
ბრენდი “Paints Briz

ხდება ლაქის პოლირებაც

შეფუთვა: 1 კგ – 2.5 კგ -5 კგ
ბაზა: პრიალა – მატი

გამოყენების არეალი

ჰიდროფობური ლაქი განკუთვნილია სხვადასხვა ზედაპირის ტენიანობისგან და დაზიანებისგან დასაცავად – გასამაგრებლად, ვინაიდან შეიცავს სუფთა აკრილატსა და სილიკონის დისპერსიას.
გამოიყენება როგორც ფინალური დამცავი საფარი მიკრობეტონისა და მიკროცემენტისთვის ( კედლები – ჭერები ), ასევე სხვა დეკორატიული საფარებისთვის.
ქმნის რბილ, აბრეშუმისებრ ფენას Soft-feel ეფექტით, რაც საშუალებას იძლევა მიიღოთ კლასიკური ეფექტები.
გამოიყენება როგორც შიდა, ისე გარე სამუშაოებისთვის სტრუქტურული საფარების დასაცავად და დეკორატიული გაფორმებისთვის.
გამოიშვება ორი ვარიანტით – მატი და პრიალა.
დასაშვებია საცხოვრებელ სივრცეებში, კვების ობიექტებში, საერთო მოხმარების ზონებში, სამკურნალო, საგანმანათლებლო და ადმინისტრაციულ დაწესებულებებში გამოყენება.
დასაშვებია ყველა ტიპის შენობაში (A-B-C კატეგორია).

ხარჯვა ერთ ფენაზე

0,05–0,15 კგ/მ² – დამოკიდებულია ზედაპირის პროფილზე, ტექსტურასა და შთამთქმელობაზე.

გამხსნელი

წყალი

მშრალი ნარჩენი (Dry Residue)

24–27% მასის მიხედვით

სიმკვრივე

1,05 კგ/ლ

წყლით გაწმენდაზე გამძლეობა (Wet Abrasion Resistance):

კლასი 1 — ISO 11998 და EN 13300 სტანდარტებით

გამშრალების დრო (20±2°C და 65±5% ტენიანობა)

12 საათი ტემპერატურაზე +20°C და ჰაერის ფარდობით ტენიანობაზე 65%.
სრული პოლიმერიზაცია დგება 14 დღის შემდეგ.

გამოყენების ინსტრუქცია

შესაძლებელია გამოყენება მინერალურ ზედაპირებზე ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე (შპაკლოვკა, აგური, გიპსოკარდონი).
აუცილებელია არაღებილი ზედაპირების გაწმენდა მტვრის, ჭუჭყისა და ცხიმისგან.
ადრე შეღებილი ზედაპირები უნდა გაიწმინდოს მორყეული საღებავისგან.
ზედაპირის სტრუქტურის მიხედვით გამოიყენება შემდეგი ინსტრუმენტები: ბეწვის ხელთათმანი, რულონი, ფოროვანი ან ზღვის ღრუბელი.
სამუშაოს შესრულებისას ჰაერის ტემპერატურა არ უნდა იყოს +15°C-ზე ნაკლები, ხოლო ფარდობითი ტენიანობა არ უნდა აჭარბებდეს 65%-ს.
სამუშაოს დასრულების შემდეგ ინსტრუმენტი უნდა გაირეცხოს წყლით.
შესაძლებელია ლაქის განზავება გამწმენდ წყალში მაქსიმუმ 30%-ით.

შენახვა და ტრანსპორტირება

შეინახეთ არა ნაკლებ +5°C ტემპერატურაზე, კარგად დახურულ ტარაში.
დაიცავით ნესტისგან, გადახურებისა და პირდაპირი მზისგან.

ვარგისიანობის ვადა

12 თვე ქარხნული, დაუხსნელი შეფუთვის პირობებში.

შრომის უსაფრთხოება

პროდუქტი არ არის აალებადი და არ აქვს უსიამოვნო სუნი.
აკრძალულია მისი შერევა სხვა საღებავებთან ან გამხსნელებთან.
თავიდან უნდა იქნას აცილებული თვალებში მოხვედრა – მოხვედრის შემთხვევაში გამოივლეთ დიდი რაოდენობით წყლით და მიმართეთ ექიმს.
სამუშაოს შესრულებისას დაიცავით სამშენებლო უსაფრთხოების წესები.
ხელების დასაცავად გამოიყენეთ რეზინის ხელთათმანები.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!

რატომ უნდა აირჩიოთ „გრანდ ქოლორი“?

ჩვენ გვყავს გამოცდილი გუნდი, რომელიც გთავაზობთ:

1) უფასო კონსულტაციას
2) მასალებისა და ფერების შერჩევაში დახმარებას
3) გარანტია & ხელშეკრულება დათქმულ დროზე ობიექტის ჩაბარების
4) გარანტია, ობიექტზე სისუფთავის დაცვის
5) ხელშეკრულება დამკვეთთან, მწარმოებელი ქარხნის მიერ გაწერილ მასალების პროტოკოლის მიხედვით საქმის შესრულება და მკაცრად დაცული თითოეული შრე.
6) თქვენს სურვილებზე მორგებული განრიგი
7) ფიზიკური ნიმუშის ნახვა საქმის დაწყებამდე
8) მრავალწლიანი გამოცდილება
9) 10 000m² შესრულება 11 თვეში

დაგვიკავშირდით

ჩვენი ექსპერტები მზად არიან დაგეხმარონ დიზაინის შერჩევაში, დაგეგმვასა და შესრულებაში. აგიხსნან და გაგიზიარონ მასალებს შორის სხვაობა
შექმენით „გრანდ ქოლორთან“ ერთად – სადაც ხარისხი და ხელოვნება ერთიანდება.