მიკრო ცემენტი – ჩვენი შესრულებული პროექტები თბილისში

მიკრო ცემენტი სხვადასხვა კატეგორია

კატეგორია მიკროცემენტი

მიკრო ცემენტი არის თანამედროვე დეკორატიული საფარი, რომელიც იდეალურად ერგება როგორც საცხოვრებელ, ისე კომერციულ სივრცეებს. Grand Color გთავაზობთ მიკრო ცემენტის პროფესიონალურ მონტაჟს პრემიუმ კლასის მასალებით.

რა არის მიკრო ცემენტი ?

მიკრო ცემენტი წარმოადგენს დეკორატიულ საფარს, რომელიც გამოიყენება კედლებსა და იატაკებზე. ის გამოირჩევა ერთიანი, უსახსრო ზედაპირით, თანამედროვე ვიზუალით და მაღალი გამძლეობით. მიკროცემენტი შეიძლება დაიტანოს სხვადასხვა ზედაპირზე, როგორიცაა ბეტონი, ფილა, ცემენტი და სხვა, ზედაპირის დემონტაჟის გარეშე.

მიკროცემენტის უპირატესობები

მიკროცემენტი გამოირჩევა მრავალი უპირატესობით:
1) მაღალი გამძლეობა და ცვეთამედეგობა
2) წყალგამძლე და ადვილად მოსავლელი ზედაპირი
3) უსახსრო, თანამედროვე დიზაინი
4) გამოყენების შესაძლებლობა როგორც კედლებზე, ისე იატაკზე
5) იდეალურია საცხოვრებელი და კომერციული სივრცეებისთვის
მისი ტექსტურა და ფერი მარტივად ერგება ინტერიერის სხვადასხვა სტილს — მინიმალისტურს, ინდუსტრიულს ან თანამედროვე დიზაინს.

სად შეიძლება გამოვიყენოთ მიკრო ცემენტი?

მისაღებში – ელეგანტური და გლუვი იერსახისთვის
აბაზანაში – წყალგამძლეობისა და სისუფთავის მარტივად შესანარჩუნებლად
სამზარეულოში – პრაქტიკულობისა და გამძლეობისათვის
აუზში – ულამაზესი წყლის ფონზე
ოფისებსა და კომერციულ სივრცეებში – პროფესიონალური და სოლიდური ვიზუალისთვის
სასტუმროებში, ბარებში, რესტორნებში – ექსკლუზიური ატმოსფეროს შესაქმნელად

მიკრო ცემენტი ეფექტურად გამოიყენება ისეთ პატარა დეტალებში, როგორიცაა:
მაგიდები და ავეჯის ზედაპირები
პატარა სააბაზანო ოთახები და კომპაქტური ინტერიერები
დეკორატიული ნიშები და თაროები
კიბეების საფეხურები და მოაჯირები
მცირე ზომის აივნები და ტერასები

წარმატებული მაგალითები

ბევრი წარმატებული დიზაინერისთვის მიკრო ცემენტი გახდა საყვარელი მასალა მისი უნიკალური მახასიათებლების გამო. რეალურ მაგალითებში ჩანს, როგორ შეიძლება ერთი პატარა დეტალი მთლიანად შეცვალოს ოთახის საერთო ვიზუალი.

მოვლა და დაცვა

მარტივად რომ იყოს გასაგები მიკრო ცემენტის მოვლის რეკომენდაცია არის იგივენაირი როგორიც უმაღლესი ხარისხის პარკეტის. დეკორატიული საფარი ადვილად იწმინდება. უპრობლემოდ ყოველდღიურად გამოიყენეთ მტვერსასრუტი ან ნაზი ტილო. არ არის რეკომენდებული ძლიერი ქიმიური საშუალებები. ავეჯის ფეხქვეშ მოათავსეთ რბილი ბალიშები ზედაპირისგან დასაცავად.

პრემიუმ კლასის მასალები Paints Briz

Grand Color მუშაობს მხოლოდ პრემიუმ ხარისხის მიკროცემენტის მასალებით Paints Briz, რომლებიც გამოირჩევა მაღალი გამძლეობით, სტაბილური ფერებით და იდეალური სამუშაო თვისებებით.
Paints Briz-ის მიკროცემენტის მასალების შეძენა შესაძლებელია პირდაპირ ჩვენთან, ასევე გთავაზობთ პროფესიონალურ კონსულტაციას და სრულ მონტაჟს.

არის თუ არა მიკროცემენტი თქვენთვის?

თუ გსურთ:
თანამედროვე და მინიმალისტური დიზაინი
პრაქტიკული და გამძლე ზედაპირი
სწრაფი და ეფექტური რემონტი
მდიდარი ფერისა და ტექსტურის არჩევანი
მაშინ უნიკალური ზედაპირი საუკეთესო არჩევანია.

მიკრო ცემენტის მინუსები: რაც უნდა იცოდეთ

საჭიროებს პროფესიონალურ დატანას – არ არის DIY პროდუქტი
დაზიანების შემთხვევაში ვერ შეაკეთებთ მხოლოდ ერთ მონაკვეთს – საჭიროებს მთლიან გადაფარვას
შეღებვის ან ტექსტურის შეცვლა არ ხდება ლაკის დატანის შემდეგ მარტივად.
ამიტომ ყოველთვის მიმართეთ სერტიფიცირებულ სპეციალისტებს.

რატომ უნდა აირჩიოთ „გრანდ ქოლორი“?

ჩვენ გვყავს გამოცდილი გუნდი, რომელიც გთავაზობთ:

1) უფასო კონსულტაციას
2) მასალებისა და ფერების შერჩევაში დახმარებას
3) გარანტია & ხელშეკრულება დათქმულ დროზე ობიექტის ჩაბარების
4) გარანტია, ობიექტზე სისუფთავის დაცვის
5) ხელშეკრულება დამკვეთთან, მწარმოებელი ქარხნის მიერ გაწერილ მასალების პროტოკოლის მიხედვით საქმის შესრულება და მკაცრად დაცული თითოეული შრე.
6) თქვენს სურვილებზე მორგებული განრიგი
7) ფიზიკური ნიმუშის ნახვა საქმის დაწყებამდე
8) მრავალწლიანი გამოცდილება
9) 10 000m² შესრულება 11 თვეში

დაგვიკავშირდით

ჩვენი ექსპერტები მზად არიან დაგეხმარონ დიზაინის შერჩევაში, დაგეგმვასა და შესრულებაში. აგიხსნან და გაგიზიარონ მასალებს შორის სხვაობა
შექმენით უნიკალური იატაკი „გრანდ ქოლორთან“ ერთად – სადაც ხარისხი და ხელოვნება ერთიანდება.