კიბის საფეხურების მოპირკეთება მიკროცემენტით
კიბის საფეხურების მოპირკეთება მიკროცემენტით უკვე საქართველოშიც
კატეგორია მიკროცემენტი






კიბის საფეხურები ყოველ დღე იტვირთება – ხან ფეხით, ხან ბარგით, ხანაც საწმენდად. ამიტომ, მათი მოპირკეთება საჭიროებს მასალას, რომელიც იქნება მტკიცე, უსაფრთხო და ამავდროულად ესთეტიკური. გრანდ ქოლორი გთავაზობთ მიკროცემენტით მოპირკეთებას – მაღალხარისხიან გადაწყვეტას, რომელიც აკმაყოფილებს ყველა ამ მოთხოვნას.
რატომ ავირჩიოთ მიკროცემენტი კიბის საფეხურებისთვის?
გამძლეობა – მიკროცემენტი უმკლავდება დღიური მოძრაობის ზეწოლას და წვეთოვან ტენიანობას
უსრიალო ზედაპირი – სწორი დატანის შემთხვევაში საფეხურები უსაფრთხოა ყველა ასაკისთვის
მინიმალური სისქე – 3 მმ-მდე სისქე საშუალებას გაძლევთ არ დაშალოთ არსებული საფარი
მოდერნული დიზაინი – სხვადასხვა ტექსტურა და ფერი იძლევა ლამაზ, დახვეწილ შედეგს
სად შეიძლება კიბის საფეხურების მოპირკეთება?
მიკროცემენტის გამოყენება შესაძლებელია:
შიდა კიბის საფეხურებზე
გარე ბეტონის ან ქვის საფეხურებზე
კომერციულ სივრცეებში
სასტუმროებში, ოფისებში, რესტორნებში
გრანდ ქოლორის გამოცდილება
გრანდ ქოლორის მიერ შესრულებული კიბის საფეხურების პროექტები გამოირჩევა სისუფთავით, დახვეწილი ფორმებით და მაღალი გამძლეობით. ჩვენ გთავაზობთ ინდივიდუალურ მიდგომას, რაც საშუალებას გვაძლევს მორგებული შედეგი შევთავაზოთ როგორც კერძო, ისე ბიზნეს კლიენტებს.
რატომ უნდა აირჩიოთ „გრანდ ქოლორი“?
ჩვენ გვყავს გამოცდილი გუნდი, რომელიც გთავაზობთ:
1) უფასო კონსულტაციას
2) მასალებისა და ფერების შერჩევაში დახმარებას
3) გარანტია & ხელშეკრულება დათქმულ დროზე ობიექტის ჩაბარების
4) გარანტია, ობიექტზე სისუფთავის დაცვის
5) ხელშეკრულება დამკვეთთან, მწარმოებელი ქარხნის მიერ გაწერილ მასალების პროტოკოლის მიხედვით საქმის შესრულება და მკაცრად დაცული თითოეული შრე.
6) თქვენს სურვილებზე მორგებული განრიგი
7) ფიზიკური ნიმუშის ნახვა საქმის დაწყებამდე
8) მრავალწლიანი გამოცდილება
9) 10 000m² შესრულება 11 თვეში
დაგვიკავშირდით
ჩვენი ექსპერტები მზად არიან დაგეხმარონ დიზაინის შერჩევაში, დაგეგმვასა და შესრულებაში. აგიხსნან და გაგიზიარონ მასალებს შორის სხვაობა
შექმენით „გრანდ ქოლორთან“ ერთად – სადაც ხარისხი და ხელოვნება ერთიანდება.