დეკორაცია კედლის – თანამედროვე და გამძლე
გაიგე როგორ შეიძლება დეკორაცია კედლის გახდეს შთამბეჭდავი დიზაინის ნაწილი
კატეგორია მიკროცემენტი






აღმოაჩინეთ დეკორაცია კედლის უნიკალური ტექნოლოგიები – მიკროცემენტი, დეკორატიული ლესვა და ვენეციური პასტა. იდეალური არჩევანი დიზაინისა და გამძლეობის კომბინაციისთვის.
დეკორაცია კედლის – როგორ გარდაქმნას ინტერიერი თანამედროვე სტილში?
კედლები მხოლოდ სივრცის ჩამოყალიბების ელემენტი აღარ არის – დღეს ისინი მთავარ როლს თამაშობენ ინტერიერის დიზაინში. სწორედ ამიტომ, უფრო და უფრო მეტი ადამიანი ირჩევს სტანდარტული საღებავის ან შპალერის ნაცვლად დეკორატიული მასალებით შესრულებულ კედლის დეკორაციას.
Grand Color გთავაზობთ თანამედროვე და მაღალი ხარისხის მასალებით შესრულებულ კედლის დეკორაციას, რომელიც აერთიანებს ესთეტიკასა და გამძლეობას.
რომელი მასალებით კეთდება კედლის დეკორაცია?
ჩვენ ვიყენებთ სამი ძირითადი ტიპის მასალას, რომლებიც განსხვავებულ ეფექტს იძლევა და მორგებულია თქვენს გემოვნებასა და სივრცის მოთხოვნებზე:
მიკროცემენტი
უზადო, უწყვეტი ზედაპირი, რომელიც ერთდროულად ქმნის მოდერნულ, სამრეწველო და ელეგანტურ იერსახეს. გამძლე და წყალგამძლე – შესანიშნავი არჩევანია როგორც სახლისთვის, ასევე კომერციული სივრცეებისთვის.
დეკორატიული ფითხი
ამ მასალას ახასიათებს მბზინავი ან ტექსტურიანი ზედაპირი. მისი მეშვეობით შესაძლებელია ისეთი დეკორატიული ეფექტების მიღება, როგორიცაა ბუნებრივი ქვა, ქვიშა ან მსუბუქი სტუქო.
ვენეციური პასტა
იდეალურია მათთვის, ვინც აფასებს ფუფუნებას. პასტის საშუალებით მიიღება მარმარილოს ან ონიქსის იმიტაცია – კლასიკური და მდიდრული ვიზუალური ეფექტით.
დეკორატიული საღებავები
როგორიც არის limewash , otecento , პერლამუტის საღებავები და ქვიშიანი ეფექტები არის საკმაოდ ბიუჯეტური და შთამბეჭდავი
სად შეიძლება კედლის დეკორაციის გამოყენება?
დეკორატიული მასალებით შესრულებული კედლები იდეალურია სხვადასხვა ტიპის სივრცეებისთვის:
მისაღები ოთახი – მთავარი ვიზუალური აქცენტი
საძინებელი – მშვიდი და რბილი ატმოსფეროს შესაქმნელად
აბაზანა და სამზარეულო – წყალგამძლე ზედაპირები
სასტუმროები და რესტორნები – ელეგანტური იერსახე და გამძლეობა
ოფისები – პროფესიონალური და დახვეწილი გარემო
რატომ უნდა აირჩიოთ „გრანდ ქოლორი“?
ჩვენ გვყავს გამოცდილი გუნდი, რომელიც გთავაზობთ:
1) უფასო კონსულტაციას
2) მასალებისა და ფერების შერჩევაში დახმარებას
3) გარანტია & ხელშეკრულება დათქმულ დროზე ობიექტის ჩაბარების
4) გარანტია, ობიექტზე სისუფთავის დაცვის
5) ხელშეკრულება დამკვეთთან, მწარმოებელი ქარხნის მიერ გაწერილ მასალების პროტოკოლის მიხედვით საქმის შესრულება და მკაცრად დაცული თითოეული შრე.
6) თქვენს სურვილებზე მორგებული განრიგი
7) ფიზიკური ნიმუშის ნახვა საქმის დაწყებამდე
8) მრავალწლიანი გამოცდილება
9) 10 000m² შესრულება 11 თვეში
დაგვიკავშირდით
ჩვენი ექსპერტები მზად არიან დაგეხმარონ დიზაინის შერჩევაში, დაგეგმვასა და შესრულებაში. აგიხსნან და გაგიზიარონ მასალებს შორის სხვაობა
შექმენით უნიკალური იატაკი „გრანდ ქოლორთან“ ერთად – სადაც ხარისხი და ხელოვნება ერთიანდება.